დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სუელა ბრავერმანა თანამდებობა დატოვა.
მისი თქმით, გადადგომის მიზეზი ოფიციალური დოკუმენტია, რომელიც მან კოლეგას პირადი ელექტრონული ფოსტიდან გაუგზავნა, რაც მინისტრის წესების დარღვევაა.
„მე დავუშვი შეცდომა, ვიღებ პასუხისმგებლობას, ვტოვებ თანამდებობას”, – წერს ის პრემიერმინისტრ ლიზ ტრასისთვის გაგზავნილ წერილში.გარდა ამისა, თავის წერილში მან შეშფოთება გამოთქვა მინისტრთა კაბინეტის პოლიტიკასთან დაკავშირებით.