ხმაური და დაპირისპირება ნიკა გვარმიას პროცესზე – სხოდმა ელენე ხოშტარიას დატოვებინეს.
მანდატურის სამსახურის მობილიზება სხოდმათა დარბზში მას შემდეგ დაიწყო, რაც „დროას” ლიდერი პროკურორებს დაუპირისპირდა.
ჩხუბის მიზეზი კი სახელმწიფო ბრალდების საბოლოო სიტყვა გახდა.
პროკურორი დღეს გვარმიას საქმეზე დასკვნით სიტყვას ამბობს და აღიარებს რომ გვარმია ციხეში იმ საქმისთვის გაუშვეს, რომლსაც დაზარლებული არ ჰყავს.
სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა დაპირისპირება სასამართლო პროცესზე, რომელსაც ოპოზიციის ლიდერებიც ესწრებიან.
„პროკურორი მაინტერესებდა ნამდვილი თუ იყო და მაგის გამო გამომაძევეს. მივედი პროკურორთან, შემემოწმებინა ნამდვილად ადამიანი იყო თუ რობოტი. აღმოჩნდა ადამიანი. ვერ გავძელი მეტი ამრთლა რომ მესმინა, წარმოუდგენელი ფასრი ხდება“ – ამბობს ელენე ხოშტარია.