ისევ აპირებს თუ არა ბორის ჯონსონი ბრიტანეთის პრემიერობას

 ისევ აპირებს თუ არა ბორის ჯონსონი ბრიტანეთის პრემიერობასბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ  კონსერვატიული პარტიის ლიდერობას და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობისთვის ბრძოლას არ აპირებს.

ჯონსონის თქმით, მას 102 დეპუტატის მხარდაჭერა ჰქონდა, რაც პარტიის თავმჯდომარეობისთვის საკმარისზე მეტია.

„კარგი შანსია, რომ კონსერვატიული პარტიის წევრებთან ერთად არჩევნებში წარმატებას მივაღწიო და პარასკევს მართლაც დავბრუნდე დაუნინგ სტრიტზე. თუმცა, ბოლო დღეებში მივედი დასკვნამდე, რომ ეს ქმედება ჩემი მხრიდან უბრალოდ არასწორი იქნება – ეფექტურ მართვას ვერ შეძლებ, თუ პარლამენტში გაერთიანებული პარტია არ გეყოლება”, – თქვა ჯონსონმა.ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ლიზ ტრასი თანამდებობიდან 20 ოქტომბერს გადადგა, შესაბამისად, ბრიტანეთში, წელს უკვე მეორედ, ახალ პრემიერმინისტრს აირჩევენ. ქვეყნის პრემიერმინისტრის ვინაობა მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი.