ცხოვრება 60 წლის ზემოთ – ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები, ამ საკითხზე გადაცემას „დღის პოსტი“ ცნობილი ბალერინა, მსახიობი, მაკა მახარაძე სტუმრობდა. მან 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს რჩევა მისცა და აღნიშნა, რომ ადამიანი ასაკს არ უნდა ემალებოდეს.
„38 წლის ასაკში დავანებე თავი ბალეტს. გავედი პენსიაზე. გაზრებული მქონდა, რომ ასე იქნებოდა. ძალიან იღლები.. სადღაც 34-35 წლისთვის, უკვე ძალა არ გაქვს..
ძალიან დიდი დატვირთვა და იზოლაცია გარე სამყაროსგან.
ბევრ ფილმში მითამაშია, მაგრამ ბალეტს მსახიობობას ვერ შევადარებ..
რაც შეეხება რჩევებს, მე გიჩვენებთ, 70 წელს ზემოთ რა ხდება, 70 წლის ასაკში ტატუ გავიკეთე.“