მკვლელობა რესტორანში – ვინ არის მამაკაცი, რომელმაც თემურ ხარაული სასიკვდილოდ დაჭრა

მკვლელობა რესტორანში - ვინ არის მამაკაცი, რომელმაც თემურ ხარაული სასიკვდილოდ დაჭრამკვლელობა თბილისში – თემურ ხარაულს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები 33 წლის მამაკაცმა მიაყენა. მათ შორის ურთიერთშელაპარაკება ერთ-ერთ რესტორანში დაიწყო, შემდეგ კი ბრალდებულის საცხოვრებელ ტერიტორიაზე გაგრძელდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დააკავა სავარაუდო დამნაშავე, ტ.ძ-ს გამოძიება განზრახ მკვლელობას ედავება. პოლიციამ, დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა – ნივთმტკიცებად ამოიღო.