აღმაშენებლის ხეივანზე მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში მოქალაქემ ხელყუმბარა ააფეთქა. როგორც „პრაიმტაიმისთვის“ ხდება ცნობილი, მან სასტუმროს ნომერი გუშინ დაიქირავა.
წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა აფეთქება თვითმკვლელობის მიზნით განახორციელა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მამაკაცს ფინანსური პრობლემები ჰქონდა. ამ წუთებში მას ერთ- ერთ კლინიკაში სამედიცინო მომსახურება უტარდება.