ნანუკა გულუამ მუშაობა „იმედზე“ დაიწყო

ნანუკა გულუამ მუშაობა „იმედზე“ დაიწყო„TV იმედის“ გუნდს მსახიობები და ტელეწამყვანები, ნანუკა გულუა და სალომე შარვაძე შეუერთდნენ.

„კეთილი იყოს ჩემი ფეხი. ვიცი, რომ კარგი ფეხი მაქვს და აქაც არ შევირცხვენ თავს. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ჩვენი სფერო ასეთ გულღია მიღებას არ არის მიჩვეული. ძალიან თბილი დახვედრა იყო და მეც ვეცდები, რომ ჩემი საქმე შემართებით შევასრულო”, – აცხადებს ნანუკა გულუა.

როგორც მსახიობი სალომე შარვაძე აღნიშნავს, მისი პირველი სამსახური სწორედ ტელეკომპანია “იმედში” იყო და ეს მისთვის დიდი დაბრუნებაა.

„ჩემი პირველი სამსახური სწორედ ამ ტელევიზიაში იყო და 18 წლის შემდეგ დავბრუნდი. ეს ყველაფერი სხვა ემოციებთან არის დაკავშირებული. აქ უამრავი ჩემი მეგობარია და მიხარია, რომ თქვენს გვერდით ვიქნები”, – საუბრობს სალომე შარვაძე.