მზეზე მომხდარმა აფეთქებებმა, რომლებიც მაგნიტური ქარიშხლების მიზეზი ხდება, შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ჩვენს ჯანმრთელობაზე და გეგმების შეცვლაც კი გვაიძულოს.
მაგნიტური ქარიშხლების კალენდრის ცოდნა დაგეხმარებათ, სხეული მოსალოდნელი ზემოქმედებისთვის მოვამზადოთ.
მაგნიტური ქარიშხლების კალენდარი 2022 წლის ოქტომბერში
ამჯერად შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ, რადგან ოქტომბრის თვეში მხოლოდ სამი სუსტი მაგნიტური ქარიშხალი გველის, თუმცა მათი ზემოქმედება შეიძლება ვინმესთვის საკმაოდ არასასურველი გამოდგეს.
დაიმახსოვრეთ შემდეგი თარიღები:
1 ოქტომბერი – დაბალი ინტენსივობის მაგნიტური ქარიშხალი
29 ოქტომბერი – დაბალი ინტენსივობის მაგნიტური ქარიშხალი
30 ოქტომბერი – დაბალი ინტენსივობის მაგნიტური ქარიშხალი
მაგნიტური ქარიშხლების დროს განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ ამინდის მიმართ მგრძნობიარე და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები. მაგნიტურმა ქარიშხალმა შეიძლება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანების მდგომარეობა გააუარესოს.
ამ პერიოდში ყველაზე ხშირად შემდეგი სიმპტომები შეინიშნება:
თავის ტკივილი, შაკიკი
უძილობა
გულისცემის გახშირება
შეუძლოდ ყოფნა,
წნევის ცვალებადობა
აპათია, შფოთვა
ქრონიკული დაავადებების გამწვავება.
როგორ შევამციროთ მაგნიტური ქარიშხლის უარყოფითი გავლენა?
იხელმძღვანელეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით – სწორად იკვებეთ და, შეძლებისდაგვარად, ივარჯიშეთ.
სრულყოფილი დასვენება და ჯანსაღი ძილი ჯანმრთელობის საწინდარია.
დალიეთ ბევრი სუფთა წყალი და მცენარეული ჩაი.
მოერიდეთ ყავას და ალკოჰოლს.
ეცადეთ, თავიდან აიცილოთ სტრესი და ნერვიულობა.
მოიმარაგეთ საჭირო მედიკამენტები.
წყარო: funtime