პოლონეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს სამი მოქალაქე დაიღუპა

პოლონეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს სამი მოქალაქე დაიღუპაპოლონეთში, პოზნანის მახლობლად ავტოსაგზაო შემთხვევას, სავარაუდოდ, 3 ქართველი ემსხვერპლა.

პოლონური მედიის ინფორმაციით, ერთმანეთს მიკროავტობუსი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც 3 ქართველი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 5 დაშავდა.

დაშავებულები ვერტმფრენით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი და სამართალდამცველები.