გამოცემა TIMES წერს, რომ პრეზიდენტი პუტინი აპირებს აჩვენოს თავისი მზადყოფნა გამოიყენოს მასობრივი განადგურების იარაღი უკრაინის საზღვრებზე ბირთვული გამოცდით. მედია წერს, რომ კრემლი აფიქსირებს მზადყოფნას მნიშვნელოვანი ესკალაციისთვის, რადგან რუსეთი კარგავს ადგილს ბრძოლის ველზე.
შიშები ბირთვული იარაღის გამოყენებაზე გამძაფრდა მას შემდეგ, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული მატარებელი, რომელიც “პასუხისმგებელია ბირთვულ საბრძოლო მასალებზე”, მათ შორის მათ ტრანსპორტირებაზე ცენტრალურ რუსეთში შენიშნეს.
მატარებელი გადაადგილებისას დააფიქსირეს, რომლითაც სამხედო კოლონა გადაადგილდებოდა. მასში შედის BPM-97 ჯავშანტექნიკა და სხვა სამხედრო მანქანები. მასალა პრორუსულმა არხმა Rybar-მა გამოაქვეყნა Telegram-ზე.
მანქანები, რომლებიც მოიცავს ნაღმსაწინააღმდეგო შეიარაღებას, გავრცელებული ინფორმაციით, ეკუთვნის რუსეთის არმიის მე-12 მთავარ დირექტორატს, რომელიც მართავს ბირთვული იარაღის ცენტრალურ საწყობებს.
ანალიტიკოსების თქმით, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ფრონტზე ბირთვული იარაღის გატანა ხდება, ან ეს შეიძლება იყოს პუტინის მცდელობა დაემუქროს და დააშინოს დასავლეთი