პუტინისა და ბერლუსკონის პოლიტიკური „ლავ სთორი“

პუტინისა და ბერლუსკონის პოლიტიკური „ლავ სთორი“იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაბადების დღეზე საჩუქრად 20 ბოთლი არაყი გაუგზავნა.

ბერლუსკონის თქმით, მან და ვლადიმერ პუტინმა “ტკბილი წერილები” გაცვალეს.

„პუტინს ცოტა ხნის წინ დავუკავშირდი, მან დაბადების დღეზე 20 ბოთლი არაყი გამომიგზავნა. მე მას ვუპასუხე რამდენიმე ბოთლი ლამბრუსკოთი“, – თქვა ბერლუსკონიმ.

შეგახსენებთ, რომ ბერლუსკონის დაბადების დღე 29 სექტემბერს იყო.

ბერლუსკონიმ დასძინა, რომ ის უკიდურესად შეშფოთებულია უკრაინაში შექმნილი სიტუაციით, მაგრამ ვერ დააფიქსირებს თავის აზრს, რადგან “თუ ეს პრესაში მოხვდება, კატასტროფა იქნება”.