რუსულ Telegram-ის არხებზე გავრცელებული ინფორმაციით, პრორუს ბლოგერს, რომელიც საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა, ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათივე ცნობით, ბლოგერს ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე, ემუქრებოდნენ.
რუსეთის პრეზიდენტის აქტიური მხარდამჭერი ბლოგერი საქართველოში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ჩამოვიდა.
რუსული ტელეგრამის არხებზე გავრცელებული ცნობების თანახმად, ლევ „პროწივი” საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა და მას თბილისში ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათივე ინფორმაციით, მას სხეულის არეში სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვს მიყენებული. ვრცელდება ფოტომასალაც.
„მთავარი არხი” დაუკავშირდა შსს-ს, თუმცა უწყება ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებს.
ცნობისთვის, ლევ „პროწივის” ოფიციალური სახელი მიხეილ ლატუზიანია. ის ღიად უჭერს მხარს პუტინის პოლიტიკას რუსეთში