ქარელის დღე 5 ნოემბერს აღინიშნება. ამის შესახებ ინფორმაციას ქარელის მერის კულტურის სამსახურის უფროსი ვახტანგ თურქაძე ავრცელებს.
მან თავის მოხსენებით ბარათში ქარელის მერს აცნობა, რომ მიწვეული იქნება ტელეკომპანია ,,იმედის” ღამის შოუს ბენდი – გელა გნოლიძის ხელმძღვანელობით.
თურქაძემ ქარელის მერს სთხოვა, რომ ბენდის მომსახურებისთვის 17.000 ლარი გამოიყოს.
ქარელობა ბოლო ორი წელია აღარ ტარდებოდა პანდემიის გამო.
შიდა ქართლში დანარჩენ ქალაქებში სადღესასწაულო დღეები – გორის დღეები, ხაშურქალაქობა და კასპობა 23 ოქტომბერს აღინიშნა.