„ქართული ოცნების” წევრი, დეპუტატი ირაკლი ხახუბია თბილისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. ოჯახი მომხდარზე ჯერ არ საუბრობს.
არსებული ინფორმაციით, სახლში ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი. ადგილზე სამართალდამცვები მუშაობენ.
ახლობლების ინფორმაციით, ირაკლი ხახუბიას 2017 წლიდან, შვილის გარდაცვალების შემდეგ, ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ხუთი წლის წინ მისი 21 წლის ვაჟი ტრაგიკულად დაიღუპა.
ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია 51 წლის იყო.
იგი საქართველოს მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.