ქუთაისის მერიამ 4.800 ლარი, თელავმა – 3.000, თეთრი წყაროს მერიამ 5.000  ლარზე მეტი დახარჯა

ქუთაისის მერიამ 4.800 ლარი, თელავმა - 3.000, თეთრი წყაროს მერიამ 5.000  ლარზე მეტი დახარჯაკორუფციის მკვლევარი, ბესიკ დონაძე აცხადებს, რომ ქუთაისის, თელავის და თეთრი წყაროს მერიამ რესტორნებში ბიუჯეტის თანხები გახარჯა.

„სმა-ჭამა ხალხის ფულით  ჩინოვნიკებმა რესტორნებში მხოლოდ ბოლო ორ კვირაში ათი ათასობით  ლარი დახარჯეს.

ინფორმაციას კორუფციის მკვლევარები ასაჯაროვებენ.  მაგალითად, მხოლოდ ორ კვირაში სარესტორნო მომსახურებისთვის მუნიციპალიტეტებმა 348 ხელშეკრულება გააფორმეს.

ქუთაისის მერიამ კი მხოლოდ ერთ დღეში  მდიდრული სუფრისთვის ბიუჯეტიდან 4.800 ლარი დახარჯა.
საბიუჯეტო  თანხების  სმა-ჭამაში  ხარჯვით სხვა ქალაქებს არ ჩამორჩება თელავი.

აღნიშნული ქალაქის  მერმა სტუმრების მასპინძლობისთვის ბოლო 2 კვირაში 3.000  ლარზე მეტი  დახარჯა, ხოლო თეთრიწყაროს მერიამ რესტორნებში 5.000 ლარზე მეტი გადაიხადა.

არავინ ეწინააღმდეგება კულტურული ღონისძიებების ჩატარებას, მაგრამ ამ ღონისძიებების შემდეგ მერი ამოარჩევს ხოლმე გარკვეულ ადამიანებს და  სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ქეიფობს. მაგალითად, საჩხერეში, ღონისძიების შემდეგ ,,ქართული ხმებთან” ერთად იქეიფეს.

ეს ღონისძიებეი უნდა აღინიშნებოდეს მთელს მოსახლეობასთან ერთად“, – ამბობს ბესიკ დონაძე.