მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, ვითარებაა საგანგაშოა – ეს განცხადება, რამდენიმე წუთის წინ, ექს პრეზიდენტის პალატიდან გამოსულმა შავლა ხაჭაპურიძემ გააკეთა.
ხაჭაპურიძის თქმით, მესამე პრეზიდენტი ამ დრომდე ვერ გადაადგილდება, ვერ იღებს საკვებს და მედიკამენტებს.
ადვოკატი ამბობს, რომ არ არის გამორიცხული ორშაბათს ჩანიშნული ვიზიტი დღეს შედგეს და „ვივა მედში“ ნობელიანტი ექიმი რამდენიმე საათში მივიდეს.
“ვერ გადაადგილდება, საკვებს ვერ იღებს. არ გამოვრიცხავ, რომ ბატონი კობი დღესაც შევიდეს სააკაშვილთან. თავად კობიმ მოითხოვა შესვლა, იმდენად მძიმე არის მდგომარეობა, რომ აუცილებელია ჩემი კიდევ ერთხელ შესვლაო. ანუ, ძალიან ცუდი შედეგი რომ არ დადგეს, უნდა შევხდე პაციენტს აუცილებლადო“. – თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.