უკრაინაში გმირულად დაღუპული მიხეილ ყაფლანიშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში გმირულად დაღუპული მიხეილ ყაფლანიშვილი სამშობლოში ჩამოასვენესუკრაინაში, გმირულად დაღუპული ქართველო სამხედრო მიხეილ ყაფლანიშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს. ცხედარი ქაშუეთის ეკლესიაში გადაასვენეს,  სადაც დღეს სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

მებრძოლის ცხედარს გვიან ღამით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ოჯახის წევრები, მეგობრები და თანამებრძოლები დახვდნენ.

მიხეილ ყაფლანიშვილი 22-ე ქართველია, რომელიც უკრაინაში რუსულ აგრესიას ემსხვერპლა.პუტინის რეჟიმთან მებრძოლი გმირს  ლუგანსკში, ოკუპანტების სარაკეტო იერიშის დროს ჭურვის ნამსხვრევი მოხვდა და ადგილზე დაიღუპა.