ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესზე მასსა და მისი ყოფილი მეუღლის, ნეკა დოროყაშვილს შორის არსებული დაპირისპირების ამსახველ აუდიო და ვიდეომტკიცებულებებს იკვლევენ. სხდომაზე ნეკა დოროყაშვილის მიერ გადაღებულ ვიდეომასალას აჩვენებენ, რომელიც მან გამომძიებლებს გამოძიების ეტაპზე წარუდგინა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ნიკოლოზ ბასილაშვილმა სასამართლოში განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ დორიყაშვილი არასამთავრობის მიერ იყო დარიგებული, რომ ეს სიტყვები ეთქვა.
„წლების განმავლობაში დარიგებული იყო არასამთავრობიებისგან რა სიტყვა ეთქვა ვიდეოში, რომ ეფექტური ყოფილიყო. ვიდეოს მომიშვერდა რატომ მცემო, ეს იყო დაგეგმილი წლების განმავლობაში, რომ ეფექტური ყოფილიყო”, – განაცხადა ბასილაშვილმა პროცესზე.
„მე არ მჯერა შენი, შენ ყველანაირ საზღვრებს გაცდი. მე ურთიერთობა დავასრულე. შენ ხარ უსაქმური ადამიანი”, – მიმართავს ბასილაშვილი დოროყაშვილს, რაზეც ის ასე პასუხობს: “ვერ იხსენებ რატომ არ გჯერა ჩემი, ამის ფაქტი არ გაქვს”.
„მე არ მინდა შენთან ერთად კონტრაქტის ქვეშ ყოფნა, არ გენდობი. მე არ გენდობი შენ, ნელიკო. ძალიან ცუდად დაამთავრებ დედას გეფიცები… შენ მატყუარა გოგო ხარ, სახლში ავუვარდი დედაშენს და ვაგინე?” – მიმართავს ბასილაშვილი ნეკას.