საქართველოდან თურქეთში წასული ოჯახი ანტალიის პოლიციამ დააკავა. ოჯახის სამივე წევრი – დედა, მამა და 15 წლის ქალიშვილი საზარელ დანაშაულში არიან ეჭვმიტანილები.
გამოძიებით ირკვევა, რომ 15 წლის მოზარდმა კონსპირაციულ ბინაში იმშობიარა, რის შემდეგაც ოჯახმა ახალშობილის თავიდან მოცილება გადაწყვიტა და ჩვილი კორპუსის მეხუთე სართულიდან გადმოაგდეს.
დანაშაული ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტზე დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.
ადგილობრივი პრესა წერს, რომ მოზარდი, სავარაუდოდ, თავადაც ძალადობის მსხვერპლია. მოზარდი და მისი მშობლები ცხელ კვალზე დააკავეს. სასამართლომ სამივე მათგანს პატიმრობა შეუფარდა.
საქართველოდან წასული 60 წლამდე ცოლ-ქმარი თურქეთში 15 წლის ქალიშვილთან ერთად ქირით ცხოვრობდა.
ანტალიაში დაკავებულ მოზარდს ჩვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით გაასამართლებენ. ჯერ უცნობია, რა მუხლით წარუდგინეს ბრალი გოგონას მშობლებს. ანტალიის პროკურატურა, არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ძალადობის ვერსიასაც იძიებს.