„ღამის შოუს ბენდს” 17.000 ლარს ამჯერად ქარელის მერია ჩაურიცხავს

„ღამის შოუს ბენდს" 17.000 ლარს ამჯერად ქარელის მერია ჩაურიცხავს„ღამის შოუს ბენდი” ქარელის ბიუჯეტისგან 17 000 ლარს მიიღებს – “მოზაიკას” ინფორმაციით, 5 ნოემბერს, “ქარელობის” გალა კონცერტზე სწორედ ისინი იმღერებენ და ქარელის მერია ამისთვის მათ 17 000 ათას ლარს გადაუხდის.

„გადაწყვეტილება მიღებულია, შესყიდვების სააგენტომ ნებართვა მოგვცა 17 000 ლარის დახარჯვაზე”, – ამბობს ქარელის მერიის სპორტისა და კულტურის სამსახურის უფროსი ვახო თურქაძე.

შეგახსენებთ, „იმედის” მომღერლებმა კასპის მერიისგან, ხალხის ფული, 12 ათასი ლარი უკვე მიიღეს.