გორში მოქალაქემ და პოლიციელმა რესტორანში იჩხუბეს

გორში მოქალაქემ და პოლიციელმა რესტორანში იჩხუბესჩხუბი გორში – თვითმხილველის ინფორმაციით, რესტორან „ნაჭარმაგევში” ფიზიკურ დაპირისპირებას იარაღიდან გასროლა მოჰყვა.დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაჭირილია ერთი ადამიანი.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩხუბი მოქალაქესა და პოლიციელს შორის მოხდა.

შემთხვევის ადგილზე “მთავარი არხის” მისვლის შემდეგ, პოლიციის დაახლოებით ხუთამდე ეკიპაჟმა ტერიტორია დატოვა. სამართალდამცველების ნაწილი ჩაკეტილი იყო რესტორნის შიდა სივრცეში, “მთავარმა” ადგილზე დამტვრეული ჭურჭელი და ინვენტარი გადაიღო.

რესტორნის თანამშრომლები მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ.