ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა პედაგოგის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
„ჩვენო საყვარელო, თბილო, საოცრად გულიანო ირმა, ჩვენო ირმა მასწავლებელო. გაზაფხულიდან მოუთმენლად ველოდით ყოველ შეხმიანებას შენი ჯანმრთელობის შესახებ. გვჯეროდა, რომ მებრძოლი იყავი, გვჯეროდა, რომ ამხელა სიყვარულს, ამდენი ადამიანის თანადგომას ვერაგი სენი ვერ დაამარცხებდა.
გული გვტკივა, რომ შენი ცქრიალა სახე, სიყვარულით გამთბარი თვალები აღარ შემოანათებს ჩვენს სკოლაში.
მთელი კოლექტივი ვუსამძიმრებთ შენს ოჯახს. სულის მხნეობას და გამძლეობას ვუსურვებთ მათ.
შენი ღიმილიანი, თბილი სახე ყოველთვის ემახსოვრება შენს მოსწავლეებს, შენს კოლეგებსა და შენი სკოლის კედლებს.
გვიყვარხარ, გვაკლიხარ, გვენატრები!“ – ნათქვამია სამძიმრის წერილში.