კაცი, რომელმაც თერჯოლაში ყოფილი ცოლი დაწვა, კლინიკაში გარდაიცვალა

კაცი, რომელმაც თერჯოლაში ყოფილი ცოლი დაწვა, კლინიკაში გარდაიცვალაკაცი, რომელმაც თერჯოლაში ყოფილი ცოლი დაწვა, კლინიკაში გარდაიცვალა.

ინფორმაციას „ტვ პირველი” ავრცელებს.

37 წლის ქალს ყოფილმა ქმარმა ბენზინი  ერთი დღის წინ გადაასხა და ცოცხლად დაწვა.

ფემიციდის უმძიმესი ფაქტი თერჯოლაში მოხდა.

ირკვევა, რომ ყოფილი ქმარი ქალს სამსახურში მიუვარდა, ცეცხლი წაუკიდა და  შემდეგ სუპერმარკეტის ოთახში გამოკეტა.

შემთხვევა ათობით თვითმხილველის თვალწინ მოხდა, თუმცა ორი შვილის დედის გადარჩენა ვერავინ შეძლო.

საზარელი შემთხვევის შედეგად კაცი თავადაც დაშავდა, რა დროსაც სხეულის 70%-ზე მეტი დამწვრობა მიიღო. იგი ორი დღის განმავლობაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული.