თბილისში ახალგაზრდა ქალი მოკლეს. პოლიციამ სავარაუდო მკვლელი უკვე დააკავა, ეჭვმიტანილი მოკლულის მეგობარი კაცია.
გარდაცვლილს მრავლობითი ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
თვითმხილველები ამბობენ, რომ შემთხვევამდე, წყვილს შორის მოხდა ჩხუბი.
ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.