რამდენიმე წუთის წინ, რუსთავში ერთ-ერთი ქარხნის ტერიტორიაზე ხარაჩო ჩამოიშალა და რამდენიმე მუშა მოიყოლა.
„რუსთავი2“-ის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
ამ წუთებში ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებულნი.