ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს – პრეზიდენტის ძმა ალაპარაკებას აანონსებს, თუმცა მხოლოდ მას შემედეგ, რაც პაციენტს უცხოეთში სამკურნალოდ გაუშვებენ.
დავით სააკაშვილი „პირველებთან” აცხადებს, რომ მოლაპარაკებები უკრაინაში მის თვალწინ მიმდინარეობდა, მაგრამ მოცემულ მომენტში სააკაშვილებისთვის პრირორიტეტი პატიმარი პრეზიდენტის ჯანმრთელობაა და არა მოღალატეების მხილება.
„ბევრი მაქვს სალაპარაკო, ბევრი რამე მეც ვიცი, იმიტომ, რომ მე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვცხოვრობდი და ვსაქმიანობდი უკრაინაში და ჩემს თვალწინ ხდებოდა ეს საუბრებეი, გადაწყვეტილებების მიღებები. შეიძლება ბევრი რაღაც მეც ვიცი, მაგრამ ამ ეტაპზე მტავარია ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა, მისი ჯანმრთელობის შენარჩნება. მიშა სრულიად ჯანმრთელი შევიდა საპატრიმოში და ახლა გვაქვს მოცემულობა, გვაქვს საქმე ადამიანთან, რომელსაც დაკლებული აქვს 40-50კგ, მისი ჯანმრთელობა არის ძალიან შერყეული და მისის სიცოცხლე არის საფრთხეში. შესაბამისად, საუბარი იმაზე, კონკრეტული გვარები და სახელები, ჯერჯერობით ადრეა, თორემ, რა თქმა უნდა, ამას მოვიკლევ კიდეც. მოვა დრო, ყველაფერს დაერქმევა კონკრეტული თავის სახელი და არა ასე ზოგადად, – განაჯცხადა დავით სააკაშვილმა.
კაცმა, რომელსაც ექვსწლიანი პატიმრობა ემუქრება, „ნოდარ მელაძის შაბათში” მოყვა, რა გზა გამოიარა მესამე პრეზიდენტთან ერთად 8 დღის განმავლობაში. 68 წლის პენსიონერი ელგუჯა ცომაია პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოში ჩამოსვლისთანავე, როდესაც ფოთის პორტიდან გამოვიდნენ, მიხეილ სააკასვილი სანდო ადამიანისთვის უნდა გადაებარებინა და ამით მისია შესრულებული იქნებოდა,თუმცა სრულიად მოულოდნელად აღმოჩინა, რომ ექსპრეზიდენტს არავინ მიაკითხა და პრეზიდენტმა მას სახლში წაყვანა სთხოვა.