ჟურნალისტის, მხატვრის, სოსო ზაალიშვილის ნაწარმოები „დერვიში“ 20-ე საუკუნის მიწურულს კავკასიაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე მოგვითხრობს. ნაწარმოებში აღწერილია რუსეთში, ჩრდილოეთსა და სამხრეთ კავკასიაში, ჩეჩნეთში, ინგუშეთში, დაღესტანსა თუ აზერბაიჯანსა და საქართველოში, აგრეთვე ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში დაწყებული ისლამური წინააღმდეგობისა და ტერორისტული უჯრედების შექმნისა და მათი მოქმედების შესახებ. აღწერილია ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომის პერიოდში მომხდარი რეალური ამბები. ავტორი მკითხველს აცნობს ქვეყნებში არსებულ პოლიტიკურ, აგრეთვე ეკონომიკურ ვითარებას. ცალკეული გმირების წინა პლანზე წამოწევით კი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, თუ ფსიქოლოგიურ პორტრეტს.
ნაწარმოებს მთავარ ლაიტმოტივად სასიყვარულო ისტორია გასდევს. ის ნათლად აჩვენებს გრძნობის, როგორც აღმაშენებელ, ასევე დამანგრეელ ძალას, ხოლო მთავარი გმირების საბოლოო კათარზისი აბსოლუტურად ცვლის იმ დროისათვის არსებულ რეალობასთან და ცხოვრებისთან მათ დამოკიდებულებას. წიგნის პრეზენტაცია შედგება ბარნოვის ქუჩა 73, გალერეა „ლომინარში“.
პრეზენტაციასტან ერთად გამოიფინება სოსო ზაალიშვილის და წიგნის ილუსტრაციების ავტორის გიორგი (გიგა) ზაალიშვილის ახალი ნამუშევრები.