„იმედის“ ოპერატორმა „მთავარის“ ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში ხელი ჰკრა და დედა აგინა

„იმედის“ ოპერატორმა „მთავარის“ ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში ხელი ჰკრა და დედა აგინატელეიმედის ოპერატორმა, „მთავარი არხის” ჟურნალისტს, ნატალი ჯახუტაშვილს პირდაპირი ჩართვის დროს, ხელი ჰკრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ინციდენტი კლინიკა „ვივა მედთან” მოხდა, სადაც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი საგანგებო განცხადებას აკეთებდა.

მომხდარზე „მთავარის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, თეო გილიგაშვილი ფეისბუქზე წერს:

„პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს უამრავი ხარვეზი შეიძლება არსებობდეს, კადრიც აირიოს და რაღაც ვერ გათვალო, მაგრამ ასეთ რამეს მხოლოდ ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანები აკეთებენ! ჩართვის დასრულების შემდეგ კი შენიშვნის გამო დედა აგინა ჟურნალისტს, რომლის დედის სიკვდილიდან ჯერ ორმოცი დღეც არ გასულა!

ნატაშკა ჯახუტაშვილი პირდაპირ ეთერში იყო, იმედის გადამღები ჯგუფი არა! ამიტომ არც კადრი გაუფუჭებია თქვენთვის და ალბათ, ამ სინქრონიდან ნახევარზე მეტი ისედაც არ გავიდოდა თქვენს ეთერში!

ესაა იმედის მოძალადე ოპერატორი –

რატომ აძლევთ ამ ადამიანს გადაღებაზე სიარულის უფლებას, თუ არც ზრდილობა აქვს, არც გონი მოეკითხება და ვერც თავს აკონტროლებს?” – წერს გილიგაშვილი.