მარიამ ქვრივიშვილი: „პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გამოიყოფა 200 მლნ ლარი, რაც ხელს შეუწობს ტურიზმის ინდუსტრიას გააძლიერებს”

მარიამ ქვრივიშვილი: „პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გამოიყოფა 200 მლნ ლარი, რაც ხელს შეუწობს ტურიზმის ინდუსტრიას გააძლიერებს"ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, საქართველოში ტურიზმის აღდგენის დინამიკა საკმაოდ დადებითი ტენდენციებით მიმდინარეობს. მისი ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის  ინიციატივით ტურისტული სექტორის განვითარების მიზნით ამოქმედებული პროგრამის ფარგლებში 200 მლნ ლარი გამოიყოფა, რომელიც სრულად მოხმარდება ქვეყანაში ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.

– პირველ რიგში კი ეს ხელს შეუწობს ტურიზმის ინდუსტრიის აღდგენის დინამიკას, გააძლიერებს დარგს, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გააძლიერებს რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესებს“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომისტ ოთარ ანგურიძის განცხადებით, ტურიზმის სექტორის დაფინანსების ზრდა, ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონით არის გამოწვეული.

ეკონომისტის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილება მისასალმებელია.

ეკონომისტი, ასევე, აღნიშნავს, რომ ტურისტული ლოკაციების განვითარება საქართველოს ეკონომიკას კიდევ უფრო მეტად გაზრდის და  ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნასაც.

ეკონომისტის განცხადებით, ტურიზმის სექტორების განვითარება ხელს შეუწყობს მოსახლეობის გამაგრებას და არ მოხდება მათი ემიგრაციაში წასვლა.

მისი თქმით, ტურისტის მიერ უფრო მეტი ფულის დახარჯვა ნიშნავს, რომ  ქვეყანაში უფრო მეტი უცხოური ვალუტა შემოვა, რაც ხელს შეუწყობს ლარის კურსის გამყარებას.

ეკონომისტ სოსო არჩვაძის განცხადებით, ბიუჯეტით და მაღალი ეკონომიკური ზრდით არის განპირობებული ის, რომ ტურიზმის მიმართულებით ახალი ტურისტული ლოკაციების განვითარების პროგრამაზე სახელმწიფოს მხრიდან 200 მლნ ლარის გამოყოფა მოხდა.

ეკონომისტი სახელმწიფოს გადაწყვეტილებას, დაეხმაროს ტურიზმის სექტორს, დადებითად აფასებს და ამბობს, რომ სახელმწიფოს გადაწყვეტილება მისაღები და მოსაწონია.

– ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ტურისტული ინდუსტრია აერთიანებს 12-13 დარგს. ეს არის – სარესტორნო მეურნეობა, სასტუმრო მეურნეობა, ტრანსპორტი, კვების მრეწველობა და რიგი სხვა დარგები. იმის მიხედვით, თუ როგორია ტურისტული ნაკადი, ეს დიდ გავლენას ახდენს არამარტო უშუალოდ ტურისტულ სექტორზე, არამედ მის მომიჯნავე დარგებზე.

2020 წელს კოვიდპანდემია იყო, რომელმაც ყველაზე მეტად აღნიშნული დარგი  დააზარალა, შემცირდა ტურისტული ნაკადები და დაპაუზდა ეკონომიკური ცხოვრება. ეს ყველაფერი ახლა დაძლეულია და ჩვენ თანდათანობით ვუბრუნდებით ძველ პოზიციებს. საქართველო ოდითგანვე იყო ტურისტული ქვეყანა და მისი წილი ეკონომიკაში 15%-ია, ამიტომ ეკონომიკის განვითარება საქართველოში დიდ წილად ამ დარგის განვითარებაზეა დამოკიდებული.

კოვიდპანდემიით გამოწვეული დაპაუზების გამო ტურიზმის სექტორს, მხოლოდ საკუთარი რესურსებით არ შეუძლია სწრაფად მოახდინოს იმ სიმაღლეების დაბრუნება, რომელიც მას ჰქონდა კოვიდპანდემიამდე, ამიტომ ბუნებრივი და ორგანულია სახელმწიფოს მიერ აღნიშნული ინდუსტრიისათვის მხარდაჭერა.