მთელი ქვეყნის მასშტაბით დაკავებულია 20-მდე ნარკორეალიზატორი

მთელი ქვეყნის მასშტაბით დაკავებულია 20-მდე ნარკორეალიზატორისაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის თბილისში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

როგორც კუპატაძემ აღნიშნა, ამ დროისთვის 20-მდე ნარკორეალიზატორია დაკავებული.

„დღეს დილიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის თბილისში, ფონიჭალის ტერიტორიქზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია 20-მდე ნარკორეალიზატორი, რომლებიც ახორციელებდნენ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შენახვა-შეძენა-გასაღებას.
დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

საპოლიციო ღონისძიებები დღის განმავლობაში გრძელდება და გაიზრდება დაკავებულების რაოდენობაც“, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.