„რასაც ჭამს, ყველაფერს ირგებს… განსაკუთრებით, ეკა ხერხეულიძის გაკეთებული საჭმელი მოსწონს“ – ნინო ნადირაძე მიხეილ სააკაშვილზე

„რასაც ჭამს, ყველაფერს ირგებს... განსაკუთრებით, ეკა ხერხეულიძის გაკეთებული საჭმელი მოსწონს“ - ნინო ნადირაძე მიხეილ სააკაშვილზეკლინიკა „ვივა მედის” დირექტორი, ნინო ნადირაძე, გადაცემაში “იმედი live” საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს.

როგორც ნინო ნადირაძე აღნიშნავს, სიცრუეა ის ფაქტი, რომ სააკაშვილი საჭმელს ვერ ირგებს და ეს მისი წონაში კლების მიზეზია.

„რამდენიმე პირღებინების მომენტი იყო, სხვა შემთხვევაში რასაც ჭამს, მცირე რაოდენობით, ყველაფერს ირგებს. ის მომენტი, რომ ჭამს და ვერ სუქდება, საერთოდ არ არის. „ვივა მედი“ არ კვებავს პაციენტებს პენიტენციური სისტემიდან. როგორც ვიცი, ამ სისტემის მოწოდებულ საკვებს, ის არც არასდროს იღებდა. ყოველთვის ან დედას მოჰქონდა, ან სხვა ნდობით აღჭურვილ პირებს. განსაკუთრებით, ქალბატონი ეკა ხერხეულიძის გაკეთებული საჭმელი მოსწონს და იმას უფრო იღებს, – საუბრობს ნინო ნადირაძე.