„სააკაშვილის ლიკვიდაციის ბრძანება გაცემულია, საათი ჩართულია” – ლალი მოროშკინა

„სააკაშვილის ლიკვიდაციის ბრძანება გაცემულია, საათი ჩართულია" – ლალი მოროშკინა„დაგეგმილია, როგორ მოკლან პრეზიდენტი – ამ ადამიანებს შორისაა მკვლელი… საათი ჩართულია”, – ამის შესახებ ჟურნალისტმა, ლალი მოროშკინამ განაცხადა.

„იმდენჯერ გაიჟღერა უკვე, რაღაცა ქიმიური ნივთიერებით ხომ არ არის მოწამლული სააკაშვილი, პარალელის გავლება უნდათ, რაც მოხდა რუსეთში…  სხვა რამეზე უნდა ვიფიქროთ, ამდენი ადამიანი შედის მასთან, რომ უმართავია, ვინ რა შეიტანა, ვიცით, რომ ჩვეულებრივად ხელით შეგიძლია შეიტანო ქიმიური ნივთიერება, ადამიანს ტანსაცმელზე მოაცხო და რამდენიმე საათში აღესრულება.

დღეს სააკაშვილის მტერი „ოცნება“ კი არ არის და მთავრობა, რომელსაც ყველაზე მეტად აწყობს სააკაშვილის წასვლა სცენიდან, ზუსტად თავისი, ოდესღაც გუნდური მოთამაშეები, არიან მისი მთავარი მტრები, რომლებიც მისი აღსრულების შემთხვევაში, მიმართავენ ზუსტად ქვეყნის გადატრიალების სცენარს.

არც ერთ ადამიანს ვუსურვებ გარდაცვალებას და მით უმეტეს მიხეილ სააკაშვილს, ვიცი, ყველა გადაცემას უყურებს და მინდა მივმართო – მას ურჩევნია თავად მიმართოს სასამართლოს და დარჩეს საქართველოს პენიტენციურ სისტემაში, ეს არის მისი სიცოცხლის გარანტია, არ შეუშვას რაღაც პერიოდი არც ერთი თავისი მეგობარი, რომელიც პირდაპირ ფიქრობს, რომ სააკაშვილი სამიზნეა.

ახლა იმ ადამიანებს შორისაა მკვლელი, რომელიც დღეს შედიან სააკაშვილთან და კიდევ ერთხელ ვამბობ, სულ ცოტათი, პატარა მილიგრამებია საჭირო… სააკაშვილი არ არის კურორტზე, ის არის საავადმყოფოში, ციხეში და საავადმყოფოში მყოფი ადამიანი, ისედაც იმუნურად დაუძლურებულია, შესაბამისად, მასზე მარტივია ნებისმიერმა ქიმიურმა ელემენტმა იქონიოს ძალიან მძიმე შედეგი.

მთავარი მსხვერპლი დღეს ამ თამაშის თავად მიხეილ სააკაშვილია.

ის, რომ თუნდაც გაათავისუფლონ და მოხვედეს ევროპაში, მაინც მძევალია და მაინც სამიზნეა, ერთადერთი გამოსავალია, გადაირჩინოს თავისი თავი, პენიტენციურ სისტემაში დარჩენა და შემდეგ არის ბევრი ვარიანტი, როგორ შეძლებს ცოტა სხვაგვარად თავისი ცხოვრების წარმართვას. გარდაცვალება გამოუსწორებადია. ბევრ ექიმს ვესაუბრე, ის ექიმები, რომლებიც შედიან მასთან და ბევრი მეუბნება, რომ თავადაც აქვს შეკითხვები.

არ გვინდა ვიყოთ ქვეყანა, რომლის მესამე პრეზიდენტი აღესრულება წარმოუდგენელ და გაურკვეველ ვითარებაში, მიხეილ სააკაშვილის თავს დიდი უბედურება ტრიალებს, უკვე სცენარი დადგმულია და მანქანა მოქმედებაშია მოყვანილი, როგორ უნდა იქნეს პრეზიდენტი მოკლული… შეხედეთ სახეებს უკვე წარმოუდგენიათ რომ პიედესტალზე არიან, ტალღა ააგორეს, ზელენსკი დროზე ადრე გამოვარდა, ცოტა გვიან უნდა გამოსულიყო.

არ მინდა რომ ამ ადამიანის სიცოცხლე დასრულდეს, იმიტომ რომ ხაბეიშვილს უნდა ქუჩაში არეულობა, იმიტომ რომ ვაშაძეს უნდა, იმიტომ რომ ნიკა მელიას თავის გეგმას მიჰყვება… ისინი არ წარმოადგენენ ძლიერ ფიგურებს, ერთადერთი ძლიერი ფიგურაა სააკაშვილი და არიან კიდევ ძლიერები, ისინი ვინც საქართველოში არ არიან.

ისინი დღეს გაჩუმებულები არიან და და ვერც ვხედავთ სცენაზე.

სააკაშვილის ლიკვიდაციის ბრძანება გაცემულია.

საათი ჩართულია, მისი მოწამვლა დაგეგმილი იყო და არის”, – აცხადებს მოროშკინა.