ბერძნული მედიის ინფორმაციით, პოლიციამ ათენში 31 წლის ქართველი ქალი დააკავა.
საქართველოს მოქალაქე ძებნილი იყო. ის ათენში იტალიიდან გაიქცა.
ბერძნული მედიის ცნობით, ახალგაზრდა ქალს იტალიაში ჩადენილ დანაშაულს ედავებიან.
საქმის მასალებით დგინდება, რომ ერთი წლის წინ ქალმა კალაბრიას რეგიონში 3 ადამიანთან ერთად, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი დააყაჩაღა, რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად სახლის მეპატრონე და მისი ოჯახის წევრები აიყვანა.
მძევლებს შორის ერთი ჩვილი ბავშვი იყო. ქართველი ქალი, თანამზრახველებთან ერთად იტალიის მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდა, რა დროსაც დაზიანებები ჩვილმა და მისმა დედამაც მიიღო.
უცხოური მედია პირდაპირ წერს, რომ დაუნდობელმა ყაჩაღებმა ჩვილი აწამეს.
დაკავებულ ქართველს ყაჩაღობა და მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად.