მკვლელობა მოხდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათში.
როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი “გურია ნიუსთან” საუბრის დროს ამბობს, 46 წლის ზ.წ. ჯერჯერობით, დაუდგენელმა პირმა (პირებმა) სასტიკად აწამეს.
“არავინ არაფერი ვიცით, რა მოხდა. ჭალაში წაუყვანიათ და უწამებიათ, დაგლეჯილი ქონია ყველაფერი. სიკვდილის პირას მიუყვანიათ და მიუტოვებიათ. ერთი კი უვაჟკაცია დაჭრილს. დაურეკავს სადაც იყო. იქ მისულებს უგონო მდგომარეობაში დახვედრიათ.
ჩოხატაურში, კლინიკა მედალფაში გადაიყვანეს, ცოცხალ-მკვდარი და სულ დაგლეჯილი ყოფილა. ბევრი უწვალიათ ექიმებს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი ჩვენთან საუბრისას.
ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. საქმე აღძრულია განზრახ მკვლელობის მუხლით.
ინფორმაციას გურია ნიუსი ავრცელებს.