მეოთხე მოწვევის პარლამენტის დეპუტატის, ეკონომისტის, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის თამაზ აქუბარდიას ავტორობით, ბოლო 5 წლის მანძილზე მე-14 წიგნი გამოიცა.
ამჯერად თამაზ აქუბარდიამ ჰეგელის „სამართლის ფილოსოფია“ თარგმნა.
სამართლისა და ეკონომიკის სპეციალისტები ერთხმად თანხმდებიან, რომ წიგნი გზამკვლევი შეიძლება გახდეს დარგის სპეციალისტებისთვის. დღევანდელ რეალობას თუ რამე აკლია, ეს არის სამართლის და სამართლიანობის ანალიზის უნარი.
წიგნის პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებამ გამოთქვეს სურვილი, რომ შესაბამის ფაკულტეტებზე ერთი სემესტრი მაინც უნდა ისწავლებოდეს სამართლის ჰეგელისეული ფილოსოფია და თამაზ აქუბარდიას წიგნი საამისოდ ნამდვილად ბესცელერია.