წალენჯიხის მერის პირველი მოადგილე, ივანე ბურდული სამსახურებრივი მანქანით ავარიაში მოყვა. ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდი-წალენჯიხის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, წუხელ, გვიან ღამით მოხდა. წალენჯიხის მერიის ბალანსზე არსებულ ავტომანქანას ივანე ბურდული თავად მართავდა, რა დროსაც ის ცხენს შეეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მერის პირველი მოადგილე და მასთან ერთად მანქანაში მყოფი მგზავრი არ დაშავებულან.
ბურდულის განცხადებით, მაღალი სიჩქარით არ მოძრაობდა. მან ავარიის მიზეზად გაუნათებელი მონაკვეთი დაასახელა.