ჯგუფის „ვეძებ” წევრი სოციალურ ქსელში წერს:
„ვიპოვეთ ხალხო ვიპოვეთ! ვეძებდით მეუღლის ოჯახს და მე ისინი ვიპოვე.
მე ვარ ამ ისტორიის ავტორი. ვეძებდით მეუღლის ოჯახს და მე ისინი ვიპოვე.
მადლობა ამ ჯგუფის შემქმენელებს.
პირველ რიგში მადლობა Maka Sartania-ს.
პირველი ნათელი წერტილი იყო ის, რომ ამ გოგომ სრულიად უცხოს, სრულიად უანგაროდ მაჩუქა ტესტი და როგორც იტყვიან შემთხვევით არაფერი ხდებაო ასეა ზუსტად, მერე დაიწყო რაც დაიწყო… ძიება თავდაუზოგავი. რამდენჯერ ვიფიქრე, რომ მორჩა! ეს გოგო სტიმულს მაძლევდა, ღამის 2 საათამდე ჩემს გამო ეკრანთან იჯდა და მეხმარებოდა. და ბოლოს, ზუსტად ჩემი ქმრის დაბადების დღეზე, 6დეკემბერს, მე ვიპოვე დედამისი, მისი ძმები…
ჯერ კიდევ ემოციები გვაქვს დიდი და რთულია ყველაფრის დეტალუტად მოყოლა, მაგრამ აუცილებლად გამოგივათ, მთავარია, არ ჩაიქნიოთ ხელი. ყველა იმსახურებს იმის გაგებას თუ მართლაც ვინაა ის სინამდვილეში.
დაე, ყველას ბედნიერი ახალი წლები დაგდგომოდეთ. არ აქვს მნიშვნელობა როგორ წარიმართება ამის მერე ურთიერთობები. მთავარია ტყუილში ცხოვრება აღარ მოგიწევთ. თუნდაც ამისთვის ღირს გარკვევა.
არ დანებდეთ…
აგვისტოში გადაჭრით გვითხრეს რომ მას ვერ ვიპოვიდით და არ გვეძებნა. იყო ბევრი ლანძღვაც, ბევრი ტყულიც, ბევრი გვერდში დგომაც და შედეგად არის ის რაც არის…
…. და ბოლოს დედა-შვილის ფოტოსაც გაგიზიარებთ.
ის რუსეთში ცხოვრობს“.