5 ივლისის მოძალადეებს სააპელაციო სასამართლომ სასჯელი 1 წლით შეუმცირა

5 ივლისის მოძალადეებს სააპელაციო სასამართლომ სასჯელი 1 წლით შეუმცირათბილისის სააპელაციო სასამართლომ, 5 ივლისს, ჟურნალისტებისა და ოპერატორების, მათ შორის „ტვ პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას, ასევე „საზოგადოებრივი მაუწყებლის” ოპერატორის, ილია თვალიაშვილზე მიმართ ძალადობაში მსჯვარდებულები პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლე მაია თეთრაულმა მსჯავრდებულებს სასჯელი 1 წლით შეუმცირა და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

პირველი ინსტაციით მას სასჯელის სახედ 5 წლით პატიმრობა ჰქონდათ მისჯლი. დაკავებულებიდან ბრალს არცერთი აღიარებს.

განაჩენის გამოცხადებას დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. ჰომოფობიური და პრორუსული ჯგუფების მხარდამჭერებმა მოსამართლეს შეურაცხყოფა მიაყენეს.