„ამასაც მოვესწარი! ხარკი უნდა გადავუხადო პაატა კურტანიძეს… არ მეგონა, ამას თუ იკადრებდა“

„ამასაც მოვესწარი! ხარკი უნდა გადავუხადო პაატა კურტანიძეს... არ მეგონა, ამას თუ იკადრებდა“ თენგიზ ცერცვაძე, სოციალურ ქსელში წერს:

„ამასაც მოვესწარი!
გინდ დაიჯერეთ გინდ არა, მაგრამ ამასაც მოვესწარი, რომ ჩემს სამსახურში, ავადმყოფებთან მისასვლელად ხარკი უნდა გადავუხადო პაატა კურტანიძეს. იგივეს გაკეთება უწევთ ჩვენი ცენტრის სხვა თანამშრომლებსაც. საახალწლო ხუმრობა არ გეგონოთ, ნამდვილად ასეა. პარკინგის უფასო საშვები გაგვიუქმეს. საქართველო პარადოქსების ქვეყანაა, მაგრამ მაინც არ მეგონა თუ გამოჩნდებოდა ადამიანი, რომელიც ამას იკადრებდა”.