უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. ამის შესახებ Facebook-ზე თავად არესტოვიჩი წერს.
„მე დავწერე სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება. მინდა გაჩვენოთ ცივილიზებული ქცევის მაგალითი: – ფუნდამენტური შეცდომა, ეს იმას ნიშნავს, რომ გადადგე”, – წერს არესტოვიჩი.
მანამდე, ოლექსი არესტოვიჩმა დნიპროზე მისი განცახდების გამო, ბოდიში მოიხადა.
ცნობისთვის, 14 იანვარს დნიპროში რუსების მიერ საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შესახებ, ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ კორპუსს რუსული რაკეტა მას შემდეგ მოხვდა, რაც იგი უკრაინულმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს.
უკრაინის საჰაერო ძალებმა ეს ბრალდება უარყვეს და აღნიშნეს, რომ მათ არ შეუძლიათ იმ ტიპის რაკეტების ჩამოგდება, რომელიც კორპუსს მოხვდა.