ავიაკატასტროფას კიევის ოლქში შს მინისტრი და კიდევ ორი უკრაინელი მაღალჩინოსანი ემსხვერპლა

ავიაკატასტროფას კიევის ოლქში შს მინისტრი და კიდევ ორი უკრაინელი მაღალჩინოსანი ემსხვერპლაბროვარში მომხდარ ავიაკატასტროფას, რა დროსაც უკრაინელი სახელმწიფო მოხელეები, მათ შორის, შს მინისტრი დენის მონასტირსკი დაიღუპა, უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო ეხმაურება და წერს, რომ მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ის უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს:

“ჩემი მეგობრები, უკრაინის სახელმწიფო მოხელეები – შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, ჟენია ენინი [მოადგილე] და იურა ლუბკოვიჩი [სამინისტროს სახელმწიფო მდივანი] დაიღუპნენ ბროვარში სახელმწიფო საგანგებო სამსახურის ვერტმფრენის ჩამოვარდნისას.
ასევე დაიღუპა ყველა, ვერტმფრენში მყოფი.
ტრაგედიის მიზეზებს გამომძიებლები ადგენენ. იყო თუ არა ეს დივერსია, ტექნიკის გაუმართაობა, ფრენის უსაფრთხოების წესების დარღვევა, მალე გავარკვევთ.
ღრმა მწუხარებას ვუცხადებ ამ კატასტროფაში დაღუპულთა ოჯახებს.
დენისი, ჟენია, იურა, ყველა, ვინც ვერტმფრენზე იმყოფებოდა, უკრაინის პატრიოტები იყვნენ, ყველა თავის საქმით იცავდა და აძლიერებდა უკრაინას.
ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრებით. თქვენი ოჯახები ყოველთვის იქნებიან მეგობრებისა და სახელმწიფოს მფარველობის ქვეშ.
მარადიული ხსოვნა თქვენ მეგობრებო!” წერს ანტონ გერაშენკო.