გოდერძი შარაშია – „თუ საღამოს ახალგაზრდა კაცი სახლში არ მოვიდა, არ ინერვიულოთ, სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა…”

გოდერძი შარაშია - „თუ საღამოს ახალგაზრდა კაცი სახლში არ მოვიდა, არ ინერვიულოთ, სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა..." გოდერძი შარაშია სოციალურ ქსელში წერს:

„ეს ვიდეო უცნობს გადაუღია და ჩამიგდო, თორემ ამ ამბის მოყოლასაც არ ვაპირებდი
ახალგაზრდა კაცი თხელი ჟაკეტით რკინის მოაჯირზე გადაყუდებული იყო და ცოტაც და გადავარდებიდა  მანქანა გავაჩერე და დასახმარებლად მივედი.

მეჩხუბა ხელი არ მომკიდოო. მთვრალი იყო და გაყინული. სასწრაფოს გამოვუძახე

რატომ ვწერ ახლა ამ სტატუსს.

ნახევარი საათი ველოდე სასწრაფოს და ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთმა ახალგაზრდა ბიჭმა გააჩერა და დახმარება შემომთავაზა.

შენ თუ ახლა ამ სტატუსს კითხულობ მადლობააა და წარმატებული წელი გქონდეს
მოკლედ სიმართლე გითხრათ საზოგადოებრივი გულგრილობის შემეშინდა.

წაქცეულს არავინ მიეხმარა და ყველამ გვერდი აუარა.

სასწრაფო მოვიდა, ძალით ჩავსვით საბუთები არ ჰქონდა, როგორც კი წამოვაწვინეთ იმ წუთში დაეძინა
მოკლედ არც სახელი გვითხრა და არც გვარი.

არაფერი ვიცი და ამიტომ ასე მოკლედ დავწერ.

ნუცუბიძს მეოთხე მიკროს მიმართულებით მიდიოდა.

თუ საღამოს ახალგაზრდა კაცი სახლში არ მოვიდა არ ინერვიულოთ სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა და დილით ან გვიან საღამოს ჯანმრთელი დაგიბრუნდებათ”.