გუშინ ღამით რუსებმა ხერსონი 46-ჯერ დაბომბეს

გუშინ ღამით რუსებმა ხერსონი 46-ჯერ დაბომბესხერსონის რეგიონული სამხედრო ადამინისტრაციის ხელმძღვანელის, იაროსლავ იანუშევიჩის განცხადებით, გუშინ ღამით რუსებმა ხერსონი 46-ჯერ დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა.

„რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის ტერიტორია 46-ჯერ დაბომბეს. გასული დღის განმავლობაში, რუსული დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ხერსონის რეგიონის კიდევ 2 მცხოვრები სხვადასხვა სიმძიმით დაშავდა”, – თქვა ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

იანუშევიჩის თქმით, რუსი ოკუპანტები იყენებდნენ არტილერიას, MLRS-ის რაკეტებს, ნაღმტყორცნებს და ტანკებს.

უკრაინის ცნობით, რუსული ძალების მხრიდან თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი უბნები დაზარალდა. მტრის ჭურვები მოხვდა კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, კერძო სახლებსა და საცხოვრებელ კორპუსებს.