კლინიკა „ვივა მედში” მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად დედა, გიული ალასანია მივიდა. მან მედიასთან კომენტარის დროს თქვა, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაკარგა გონება.
ალასანია იმეორებს, რომ თუ სასამართლო პროცესები გაჭიანურდება, მიხეილ სააკაშვილი მათ დასრულებამდე ვერ გაძლებს.
„ისევ გონების დაკარგვის ეპიზოდი გამეორდა. ძალიან ცუდადაა. ეს პროცესები მიდის, ხვალ იქნება კიდევ პროცესი, გუშინ იყო, მაგრამ მე არ ვიცი უკვე რა აზრი აქვს ამ ყველაფერს, იმიტომ, რომ ეს ადამიანი არ ვიცი როდემდე გაძლებს. ამდენი ხანი გაძლებს ეს ადამიანი ამ მდგომარეობაში?! ძალიან მეეჭვება, რა ვიცი. ეს მომდევნო კვირა აღარ დაილია”, – თქვა გიული ალასანიამ.ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი ხვალ, პირველ თებერვალსაა ჩანიშნული. სხდომებზე დაცვის მხარის მოწმეების გამოკითხვა მიმდინარეობს.