ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში წერს:
„მთვარის „უკურსო მოძრაობა“ – თებერვალი
ასტროლოგიაში „მთვარის უკურსო (უგეზო) მოძრაობის“ პერიოდი არაეფექტიანად ითვლება.
მიჩნეულია, რომ ამ პერიოდში წამოწყებული საქმეები რთულად ან საერთოდ ვერ ვითარდება (ელექციურ ასტროლოგიაში მთვარე – საქმის რეალიზაციაზე მიანიშნებს).
ქვემოთ მითითებული დროის ყველა მონაკვეთი გამოთვლილია თბილისის სასაათო სარტყლის მიხედვით (GMT +4).
ბუნებრივია, სხვა სასაათო ზოლში მცხოვრებმა ადამიანებმა დროის შესაბამისი განსხვავება უნდა გაითვალისწინონ.
დროის ამ პერიოდებში რეკომენდებულია, რომ:
არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები;
არ შეიძინოთ ნივთები;
არ დაიწყოთ ახალი საქმე;
არ დააბანდოთ ან გაასესხოთ ფული;
არ დადოთ შეთანხმებები;
არ მოაწეროთ საბუთებს ხელი!!!”

