საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში გასულ წელთან შედარებით მოსახლეობის რიცხვი 4.700-ით არის შემცირებული.
საქსტატის ოფიციალურ გვერდზე, მოსახლეობის რიცხოვნობასთან დაკავშირებით ინფორმაცია 1994 წლიდან არის განთავსებული, რომლის მიხედვითაც, კვლევის დაწყებიდან 2022 წლამდე, ქვეყანაში მცხოვრები მოსახლეობის რიცხვი საგრძნობლად არის შემცირებული. აღნიშნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 1994 წელს ქვეყანაში 4.929.900 პირი ცხოვრობდა, 2022 წელს კი ეს რიცხვი თითქმის 1 მილიონზე მეტით არის შემცირებული და შეადგენს 3.688.600 მოსახლეს.
წყარო: knews.ge