რა ოდენობის შემოწირულებები მიიღეს პარტიებმა და ვინ იყვნენ მმართველი პარტიის მსხვილი დონორები 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ახალ კვლევას აქვეყნებს.
ირკვევა, რომ მითითებულ პერიოდში ყველა პარტიამ ჯამში 742.230 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო. აქედან 370.000 ლარი (50%) მმართველ პარტიაზე მოდიოდა
მეორე ადგილზეა „კონსერვატიული მოძრაობა“ („ალტ-ინფო“) 158.098 ლარით
ხოლო მესამეზე – „ლელო საქართველოსთვის“ 151.337 ლარით.