ამერიკის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

ამერიკის პრეზიდენტი კიევში ჩავიდაშეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა.

ვიდეო და ფოტო მასალას უკრაინული მედია ავრცელებს.

ვიდეოში ჩანს, რომ ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად კიევის ცენტრში, მიხაილოვსკაიას მოედანზე გადაადგილდება. ვიდეოში ისმის საჰაერო განგაშის ხმაც.

ვიზიტის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გავრცელებული არ იყო. ცნობილი იყო, რომ უკრაინაში რუსეთის ომის წლისთავთან დაკავშირებით ბაიდენი პოლონეთში ჩასვლას აპირებდა.