მარიამ ჩხაიძე უკრაინელი გმირის, ოლეგ მუდრაკის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
„აზოვსტალის გმირი მცველი ოლეგ მუდრაკი გარდაიცვალა გუშინ კიევში. მუდრაკმა ჯოჯოხეთი გაირა ჯერ აზოვსტალში და შემდეგ ტყვეობაში. ერთ – ერთი საუკეთესო სამხედრო იყო. ფოტოზე მუდრაკი ტყვეობამდე და ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ. ჯანმრთელობა მძიმედ დაზიანდა. მისმა აზოვურმა სულმა გაუძლო ჯოჯოხეთს მაგრამ ორგანიზმმა ვეღარ გაუძლო. რა ხალხს კლავენ ეს ტერორისტები”.
შეგახსენებთ, რომუკრაინაში რუსეთი 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო აგრესიას ათასობით ადამიანი ემსხვერპლა.

