ესპანური მედიის ინფორმაციით, მადრიდში პოლიციამ ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფების 25 წევრი დააკავა. მედიის ცნობით, გამოძიება საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობით ჩატარდა. დაკავებულებს ბრალად ედებათ სულ მცირე 14 სახლის ძარცვა. როგორც მედია წერს, ორგანიზაციას
„კანონიერი ქურდები” ხელმძღვანელობდნენ.
ესპანური მედიის ცნობით, სპეცოპერაციის ფარგლებში 7 სახლის ჩხრეკა ჩატარდა, საიდანაც ძვირადღირებული სამკაულები, ძვირფასი ქვები, მობილური ტელეფონები, ელექტრონული პლანშეტები, ლეპტოპები, ძვირადღირებული ტანსაცმელი, აქსესუარები და სხვა ნივთები ამოიღეს.